ელ.კომერციის პლატფორმა B2CGE, რომელმაც დროული და თანმიმდევრული ნაბიჯების საპასუხოდ უმოკლეს დროში მოიპოვა კონკურენტული უპირატესობა საქართველოს მასშტაბით, დღეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბაზრებზე, კერძოდ აზერბაიჯანსა და უზბეკეთში დაიწყო ოპერირება.
B2CGE მისი ტრანსფორმაციის ახალ ჰორიზონტს - Storera-ს წარადგენს, რომელიც დღეიდან არა მხოლოდ ქართველ დამწყებ თუ შემდგარ მეწარმეებს, არამედ აზერბაიჯანელ და უზბეკ ანტრეპრენერებს მისცემს შესაძლებლობას დამოუკიდებლად გააციფრულონ საკუთარი ბიზნესი მარტივად გააციფრულონ.
ახალ ციფრულ წარმატების ეპოქასა და თანმდევ სიახლეებზე, სთორერას თანადამფუძნებელს, ქეთევან ვაჩიბერიძეს გავესაუბრეთ, ან საუბრობს
ქეთი, სანამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერირების უპირატესობებს გაგვიზიარებ, გვიამბე სთორერას შესახებ ვრცლად, რას ნიშნავს B2CGE-ის ტრანსფორმაციის ახალი ჰორიზონტი?
B2CGE-ის ტრანსფორმაციის ახალი ჰორიზონტი გულისხმობს ჩვენი ზრდის შედეგს, რომლის საბოლოო სახეც სთორერაა. გადავწყვიტეთ, რომ ბრენდის იდენტობა ყოფილიყო არა ლოკალური, არამედ რეგიონული. რეგიონი, რომელსაც ჩვენ ვათარგეთებთ ელ.კომერციის დაბალი პენეტრაციით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ მიზნად დავისახეთ ავითვისოთ აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრები, რაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას მისცემს მარტივად ინტეგრირდნენ ციფრულ ეპოქაში და გააციფრულონ საკუთარი ბიზნესი მინიმალური ძალისხმევითა და ტექნიკური ცოდნით.
რატომ შეაჩერეთ არჩევანი აზერბაიჯანსა და უზბეკეთზე?
როგორც უკვე აღვნიშნე, მოცემულ რეგიონში ელ.კომერციის დაბალი მაჩვენებლია, ამის აღმოჩენაში დაგვეხმარა კვლევა, რომელიც ბაზრის შესწავლის პროცესში ჩავატარეთ. კვლევის მსვლელობისას რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილეთ ყურადღება, მათ შორის იმაზე თუ რამდენად ათვისებული იყო ესა თუ ის ქვეყანა და სათანადოდ განვითარებული იყო თუ არა ისეთი კრიტიკული სერვისები, როგორიცაა ონლაინ გადახდის მეთოდები და მიწოდების მომსახურება. ასევე მნიშვნელოვანია ბაზრის ზომა და მასშტაბები. ჩამოთვლილი კრიტერიუმები გახდა აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრების მოცვის ინდიკატორი.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ქვეყანა არსებულ რეგიონში სპეციფიკურია. კულტურული უნიკალურობა პირდაპირ ისახება საქმის წარმოების პროცესში მდიგომებზე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ One size fits all ტიპის მიდგომა ასეთ რეგიონში არაეფექტურია, ამავე მიზეზით ვერ იკიდებენ ფეხს გლობალური პლატფორმები. საქართველოც ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ოპერირება. დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ეგრეთ წოდებულ country specific მოთხოვნებს თამამად, შესაბამისი ქმედებებით ვუპასუხოთ.
რა ტიპის გამოწვევები იჩენს თავს, გაციფრულების პროცესში, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე?
ცხადია ვიზიარებთ/გვესმის, რომ ნებისმიერ სიახლეს თანს სდევს გამოწვევებიც და სირთულეებიც და მათ მიმართ მიმღებლობა გვიმარტივებს მუშაობის პროცესს, ამავდროულად გვეხმარება რეალური მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირი. ვინაიდან პილოტირება დავიწყეთ კლიენტების მიერ გაზიარებული ფიდბექი, რომელიც მკაფიოდ განსხვავდება მოკვლეული ინფორმაციისაგან, განსაზღვრავს ჩვენს სამომავლო ქმედებებს.
ერთ-ერთი გამოწვევა ადგილობრივი მეწარმეების mindset-თან ბრძოლაა, რაც საინტერესო და ალბათ ასე თუ ისე ხანგრძლივი პროცესია. ნდობის მოპოვების საფეხურზე ვართ, რაშიც ადგილობრივი პარტნიორები აქტიურად გვიჭერენ მხარს. გვსურს დროსთან ერთად კლიენტები დავარწმუნოთ, რომ ონლაინ მაღაზიის შექმნა მათი წარმატების და მოქნილობის გასაღებია. ჩვენ ვხსნით უხილავ ბარიერებს და აზერბაიჯანელ და უზბეკ ანტრეპრენერებს ვაჩვენებთ იმ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომელთა შესახებ აქამდე არ ჰქონდათ ცოდნა და რომელთა გამოყენების შემთხვევაში მეწარმეების წინსვლა გარდაუვალია.
გვჯერა, რომ მცდელობები ქმნიან შესაძლებლობებს ჩვენი მხრიდან უბრალოდ საჭიროა მათი მიზანში ამოღება და არ გაშვება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
დღეს საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანშიც და უზბეკეთშიც გვყავს ლოკალური გუნდები, რომლებიც გაციფრულების ნებისმიერ საფეხურზე კომპანიებს ეხმარებიან. იმის გათვალისწინებით, რომ არაერთ ორგანიზაციასთან გვაკავშირებს დიდი გამოცდილება მსხვილი პროექტების განხორციელების კუთხით, როგორიც არიან ვიზა, USAID, EBRD და სხვები, ვგეგმავთ მსგავსი შინაარსის პროექტებში ჩავერთოთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
გვიხარია, რომ ჩვენს კონკურენტებს უწყვეტად ვაძლევთ სტიმულს და ბიძგს, რომ გაიზარდონ და დაგვეწიონ საერთაშორისო ასპარეზზე.