მოითხოვე ონლაინ შეხვედრა

სპეციალური შეთავაზება Storera-ს პარტნიორი კომპანიებისთვის

ავტორი: 02 Jul, 2024
3 წთ. კითხვა

𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é Storera- პარტნიორ კომპანიებს სხვადასხვა აუდიტორულ, საკონსულტაციო თუაუთსორსინგულ სერვისებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é Business Development-ის სერვსიები (ბიზნეს გეგმის / ბიზნეს მოდელის / სტრატეგიულიგეგმის შედგენა და ..) - 30%-მდე ფასდაკლება სტანდარტულ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაში.

  • შეთავაზებული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში მსურველები შეძლებენ ისარგებლონერთი უფასო კონსულტაციით ბიზნესის სტრატეგიული განვითარების საკითხებზე.

ბუღალტრული მომსახურება

  • დისტანციურად მომსახურების შემთხვევაში მომსახურების პირველი თვე საჩუქრად.
  • 12 ან მეტ თვიანი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში დამატებით 1 თვე 50%-იანიფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ:

  • ბუღალტრულ პროგრამას და 2 000 000 ლარის მოცულობის პასუხისმგებლობის დაზღვევასწამყვან სადაზღვევო კომპანიაში
  • განვლილი პერიოდის ბაზების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახედვას და პირველადშეფასებას
  • ულიმიტო კონსულტაციებს საგადასახადო საკითხებზე ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებისწარდგენას (იმ შემთხვევაში თუ კომპანია წარმოადგენს IV კატეგორიის საწარმოს).

იურიდიული მომსახურება

  • 12 ან მეტ თვიანი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში პირველი 2 თვის განმავლობაში50%-იანი ფასდაკლება.
  • მომხმარებლები საჩუქრად მიიღებს - კონტრაქტის ფარგლებში ულიმიტო იურიდიულიკონსულტაციას.

საგადასახადო მომსახურება

სპეციალური შეთავაზება საგადასახადო აუდიტზე - თქვენი საგადასახადო რისკების დროულადშემოწმების შესაძლებლობასთან ერთად თანამშრომლობის ფარგლებში შეძლებთ სანქცირებისალბათობის შემცირებასა და თქვენზე მორგებული გრაფიკით საფასურის გადახდას:

  • თუ საგადასახადო აუდიტის ღირებულება აღემატება 5000 ლარს - თანხა გადანაწილდება 4 თვეზე
  • თუ საგადასახადო აუდიტის ღირებულება აღემატება 10000 ლარს - თანხა გადანაწილდება 6 თვეზე
  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების კონტროლი - 500 ₾+დღგ
  • ყოველთვიური საგადასახადო კონსალტინგი - 300 ₾+დღგ
  • საჩუქრად - პირველადი საგადასახადო კონსულტაცია

Web / App დეველოპმენტი

  • ვებ გვერდებისა და აპლიკაციების შექმნის მომსახურებაზე მსურველები 25%-მდეფასდაკლება ისარგებლებენ.

ფინანსების მოძიება

  • Storera- პარტნიორი კომპანიებისთვის ფინანსების მოძიებასთან დაკავშირებულ სერვისებზე25%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.
  • მომხმარებლები საჩუქრად მიიღებს - კონსულტაციას ფინანსების მოძიებასთან და შესაძლოწყაროების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით.

ამასთან ერთად, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში Loialte უზბეკეთის, როგორც ერთ-ერთყველაზე პერსპექტიულ და საინტერესო ბაზრის ათვისების პროცესში გაგიწევთ კონსულტაციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს - www.loialte.com.ge; www.loialte.uz

 

მეტის ნახვა

ყველა სტატის

Storera აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é-ს პარტნიორია

Storera აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é-სთან თანამშრომლობს.

𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é წარმატებით ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთში და მომხმარებელს კომპლექსურაუდიტორულ, აუთსორსინგულ და საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს. 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é პირველიქართული აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ISO 9001:2015 სერტიფიკატსფლობს ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით.

კომპანიის მომსახურებათა პორტფელი 11 სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებას აერთიანებს დამცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს ერთ სივრცეში სთავაზობს ყველა საჭირო მომსახურებას, რომელიც მათ გამართულად და წარმატებულად მართვას განაპირობებს/უზრუნველყოფს.

𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é- სერვისებს შორისაა:

  • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
  • გადასახადები
  • ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება
  • Loialte Finance - ფინანსების მართვა
  • contractor - იურიდიული მომსახურება
  • hiro -ადამიანური რესურსების მართვა (HR)
  • ბიზნესის შექმნა და განვითარება
  • Loialte Strategy - მენეჯმენტ ქონსალთინგი
  • Loialte Digital - ციფრული ტექნოლოგიები
  • ციფრული მარკეტინგი
  • ჰოსფითალითი მენეჯმენტი
  • ტრენინგები

ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მცირე და საშუალომეწარმეების გაძლიერებასა და მათი ბიზნესის გაციფრულების გზის გამარტივებას.

მომხმარებლები, რომლებიც Storera- დახმარებით შექმნიან ონლაინ მაღაზიას ან უკვე შექმნილიონლაინ მაღაზიის მართვას წარმატებით განაგრძობენ𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é მრავალფეროვანი მიმართულებებით გაუწევს დახმარებას.

გაეცანით ვრცლად 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭-ს განსაკუთრებულ შეთავაზებას Storera-ს პარტნიორი კომპანიებისათვის.

მეტის ნახვა
Storera - B2CGE-ის ტრანსფორმაციის ახალი ჰორიზონტი

ელ.კომერციის პლატფორმა B2CGE, რომელმაც დროული და თანმიმდევრული ნაბიჯების საპასუხოდ უმოკლეს დროში მოიპოვა კონკურენტული უპირატესობა საქართველოს მასშტაბით, დღეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბაზრებზე, ერძოდ აზერბაიჯანსა და უზბეკეთში დაიწყო ოპერირება.

B2CGE მისი ტრანსფორმაციის ახალ ჰორიზონტს - Storera-ს წარადგენს, რომელიც დღეიდან არა მხოლოდ ქართველ დამწყებ თუ შემდგარ მეწარმეებს, არამედ აზერბაიჯანელ და უზბეკ ანტრეპრენერებს მისცემს შესაძლებლობას დამოუკიდებლად გააციფრულონ საკუთარი ბიზნესი მარტივად გააციფრულონ.

ახალ ციფრულ წარმატების ეპოქასა და თანმდევ სიახლეებზე, სთორერას თანადამფუძნებელს, ქეთევან ვაჩიბერიძეს გავესაუბრეთ, ან საუბრობს

ქეთი, სანამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერირების უპირატესობებს გაგვიზიარებ, გვიამბე სთორერას შესახებ ვრცლად, რას ნიშნავს B2CGE-ის ტრანსფორმაციის ახალი ჰორიზონტი?

B2CGE-ის ტრანსფორმაციის ახალი ჰორიზონტი გულისხმობს ჩვენი ზრდის შედეგს, რომლის საბოლოო სახეც სთორერაა. გადავწყვიტეთ, რომ ბრენდის იდენტობა ყოფილიყო არა ლოკალური, არამედ რეგიონული. რეგიონი, რომელსაც ჩვენ ვათარგეთებთ ელ.კომერციის დაბალი პენეტრაციით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ მიზნად დავისახეთ ავითვისოთ აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრები, რაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას მისცემს მარტივად ინტეგრირდნენ ციფრულ ეპოქაში და გააციფრულონ საკუთარი ბიზნესი მინიმალური ძალისხმევითა და ტექნიკური ცოდნით.

რატომ შეაჩერეთ არჩევანი აზერბაიჯანსა და უზბეკეთზე?

როგორც უკვე აღვნიშნე, მოცემულ რეგიონში ელ.კომერციის დაბალი მაჩვენებლია, ამის აღმოჩენაში დაგვეხმარა კვლევა, რომელიც ბაზრის შესწავლის პროცესში ჩავატარეთ. კვლევის მსვლელობისას რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილეთ ყურადღება, მათ შორის იმაზე თუ რამდენად ათვისებული იყო ესა თუ ის ქვეყანა და სათანადოდ განვითარებული იყო თუ არა ისეთი კრიტიკული სერვისები, როგორიცაა ონლაინ გადახდის მეთოდები და მიწოდების მომსახურება. ასევე მნიშვნელოვანია ბაზრის ზომა და მასშტაბები. ჩამოთვლილი კრიტერიუმები გახდა აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრების მოცვის ინდიკატორი.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ქვეყანა არსებულ რეგიონში სპეციფიკურია. კულტურული უნიკალურობა პირდაპირ ისახება საქმის წარმოების პროცესში მდიგომებზე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ One size fits all ტიპის მიდგომა ასეთ რეგიონში არაეფექტურია, ამავე მიზეზით ვერ იკიდებენ ფეხს გლობალური პლატფორმები. საქართველოც ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ოპერირება. დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს გრეთ წოდებულ country specific მოთხოვნებს თამამად, შესაბამისი ქმედებებით ვუპასუხოთ.

რა ტიპის გამოწვევები იჩენს თავს, გაციფრულების პროცესში, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე?

ცხადია ვიზიარებთ/გვესმის, რომ ნებისმიერ სიახლეს თანს სდევს გამოწვევებიც და სირთულეებიც და მათ მიმართ მიმღებლობა გვიმარტივებს მუშაობის პროცესს, ამავდროულად გვეხმარება რეალური მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირი. ვინაიდან პილოტირება დავიწყეთ კლიენტების მიერ გაზიარებული ფიდბექი, რომელიც მკაფიოდ განსხვავდება მოკვლეული ინფორმაციისაგან, განსაზღვრავს ჩვენს სამომავლო ქმედებებს.

ერთ-ერთი გამოწვევა ადგილობრივი მეწარმეების mindset-თან ბრძოლაა, რაც საინტერესო და ალბათ ასე თუ ისე ხანგრძლივი პროცესია. ნდობის მოპოვების საფეხურზე ვართ, რაშიც ადგილობრივი პარტნიორები აქტიურად გვიჭერენ მხარს. გვსურს დროსთან ერთად კლიენტები დავარწმუნოთ, რომ ონლაინ მაღაზიის შექმნა მათი წარმატების და მოქნილობის გასაღებია. ჩვენ ვხსნით უხილავ ბარიერებს და აზერბაიჯანელ და უზბეკ ანტრეპრენერებს ვაჩვენებთ იმ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომელთა შესახებ აქამდე არ ჰქონდათ ცოდნა და რომელთა გამოყენების შემთხვევაში მეწარმეების წინსვლა გარდაუვალია.

გვჯერა, რომ მცდელობები ქმნიან შესაძლებლობებს ჩვენი მხრიდან უბრალოდ საჭიროა მათი მიზანში ამოღება და არ გაშვება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

დღეს საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანშიც და უზბეკეთშიც გვყავს ლოკალური გუნდები, რომლებიც გაციფრულების ნებისმიერ საფეხურზე კომპანიებს ეხმარებიან. იმის გათვალისწინებით, რომ არაერთ ორგანიზაციასთან გვაკავშირებს დიდი გამოცდილება მსხვილი პროექტების განხორციელების კუთხით, როგორიც არიან ვიზა, USAID, EBRD და სხვები, ვგეგმავთ მსგავსი შინაარსის პროექტებში ჩავერთოთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

გვიხარია, რომ ჩვენს კონკურენტებს უწყვეტად ვაძლევთ სტიმულს და ბიძგს, რომ გაიზარდონ და დაგვეწიონ საერთაშორისო ასპარეზზე.

მეტის ნახვა