მოითხოვე ონლაინ შეხვედრა

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 7 თებერვალი, 2024
მომსახურების პირობები აქტიურია 2024 წლის 7 თებერვლიდან.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Storera-ზე!

Storera-ზე ანგარიშის დარეგისტრირებით ან Storera-ს ნებისმიერი სერვისის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს (შემდგომში „მომსახურების პირობები“).

მოცემულ მომსახურების პირობებში, „ჩვენ“, „ჩვენი“  და „Storera“ ნიშნავს და წარმოადგენს მომსახურების გამწევ მხარეს, და „თქვენ“ ნიშნავს და წარმოადგენს Storera-ს მომხმარებელს (თუ დარეგისტრირდებით ან იყენებთ Storera-ს სერვისს, როგორც ინდივიდი), ან ბიზნესს, რომელიც ასაქმებს Storera-ს მომხმარებელს (თუ დარეგისტრირდებით ან იყენებთ Storera სერვისს, როგორც ბიზნესი) და მის ნებისმიერ ოფიციალურად დაკავშირებულ (შვილობილი ჯგუფი ან პირი) ორგანიზაციას.

Storera-ს მიერ ამ მომსახურების პირობებით შემოთავაზებული სერვისები მოიცავს სხვადასხვა პროდუქტს და სერვისს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი საკუთარი მაღაზია და დაგეხმაროთ გაყიდოთ პროდუქცია და მომსახურება ონლაინ ("ონლაინ სერვისები"). Storera-ს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი ასეთი სერვისი ან სერვისები მოხსენიებულია ამ მომსახურების პირობებში, როგორც „მომსახურებ(ებ)ი“/”სერვის(ებ)ი“. ნებისმიერი ახალი ფუნქცია/ფუნქციონალი ან ხელსაწყო, რომელიც დაემატება მიმდინარე სერვისებს, ასევე დაექვემდებარება მომსახურების პირობებს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გადახედოთ მომსახურების პირობების მიმდინარე ვერსიას: https://storera.ge/ka/terms-and-conditions  

თქვენ უნდა წაიკითხოთ, დაეთანხმოთ და დაადასტუროთ ყველა პირობა, რომელსაც შეიცავს ან პირდაპირ არის მითითებული ამ მომსახურების პირობებში, სანამ დაარეგისტრირებთ ანგარიშს Storera-ზე ან გამოიყენებთ Storera-ს სერვისს.

ეს გვერდი განმარტავს ჩვენი მომსახურების პირობებს, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი კანონიერი უფლებების შესახებ. როდესაც იყენებთ Storera-ს, თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.

ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს შეთანხმება  ყოფილიყო სამართლიანი ყველა მხარისთვის, თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები , გთხოვთ მოგვმართოთ.

 

1. ანგარიშის პირობები

1.1. სერვისებზე წვდომისთვის და გამოსაყენებლად, თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ Storera-ზე ანგარიში („ანგარიში“). თქვენი ანგარიშის რეგისტრაციის დასასრულებლად, თქვენ უნდა მოგვაწოდოთ თქვენი სრული იურიდიული ან ფიზიკური პირის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი,  და საჭიროებისამებრ მითითებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია. Storera-მ შეიძლება უარყოს თქვენი განაცხადი ანგარიშის შექმნაზე, ან გააუქმოს არსებული ანგარიში, ნებისმიერი მიზეზით, საკუთარი შეხედულებისამებრ.

1.2. თქვენ უნდა იყოთ: (i) 18 წლის ან 18 წელზე უფროსი ასაკის, ან (ii) მინიმუმ სრულწლოვანების ასაკის იმ იურისდიქციაში, სადაც ცხოვრობთ და საიდანაც იყენებთ სერვისებს ანგარიშის გასახსნელად.

1.3. თქვენ ადასტურებთ, რომ იყენებთ Storera-ს მიერ მოწოდებულ ნებისმიერ სერვისს ბიზნეს საქმიანობის განხორციელების მიზნით და არა რაიმე პირადი, საყოფაცხოვრებო ან ოჯახური მიზნებისთვის.

1.4. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ Storera გამოიყენებს თქვენს მიერ ანგარიშის გახსნისას მოწოდებულ ან თქვენს მიერ დროდადრო განახლებული ელ. ფოსტის მისამართს ან/და ტელეფონის ნომერს, როგორც თქვენთან კომუნიკაციის ძირითად მეთოდს („პირველადი ელ. ფოსტის მისამართი ან/და ტელეფონის ნომერი“). თქვენ უნდა აკონტროლოთ/ამოწმოთ Storera-ზე რეგისტრაციისას მითითებული თქვენი პირველადი ელ. ფოსტა ან/და ტელ. ნომერი და თქვენს ძირითად ელ. ფოსტის მისამართს უნდა შეეძლოს შეტყობინებების გაგზავნაც და მიღებაც. თქვენსა და Storera-ს შორის ელ. ფოსტით კომუნიკაციები ჩაითვლება ავთენტურად და ავტორიზებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება თქვენი პირველადი ელ. ფოსტის მისამართიდან.

1.5. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი პაროლის უსაფრთხოდ დაცვაზე. Storera ვერ და არ იქნება პასუხისმგებელი თქვენი დაუდევრობით თქვენი ანგარიშისა და პაროლის უსაფრთხოების ვერ შენარჩუნების შედეგად მიღებულ რაიმე დანაკარგზე ან დაზიანებაზე.

1.6. ტექნიკური მხარდაჭერა სერვისებთან მიმართებაში ხორციელდება მხოლოდ Storera-ის მომხმარებლებისთვის. შეკითხვები მომსახურების პირობებთან დაკავშირებით უნდა გაიგზავნოს Storera-ს მხარდაჭერის გუნდთან.

1.7. თქვენ თანახმა ხართ არ მოახდინოთ რეპროდუქცია, დუბლირება, კოპირება, გაყიდვა, გადაყიდვა ან გამოყენება სერვისის რომელიმე ნაწილის, სერვისების გამოყენების ან სერვისებზე წვდომის, Storera-ს წერილობითი ნებართვის გარეშე.

1.8. თქვენ თანახმა ხართ არ უგულებელყოთ და არ მოახდინოთ გვერდის ავლა სერვისების ტექნიკური შეზღუდვების, არ გამოიყენოთ რაიმე ინსტრუმენტი, რათა ჩართოთ სერვისებში გამორთული ფუნქციები ან ფუნქციონალები, არ მოახდინოთ სერვისების დეკომპილირება, დაშლა ან სხვაგვარად შეცვლა.

1.9. თქვენ თანახმა ხართ, რომ არ დაუშვათ წვდომა სერვისებზე ან არ მოახდინოთ მონიტორინგი რაიმე მასალაზე ან ინფორმაციაზე ნებისმიერი რობოტის ან სხვა ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

1.10. თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენი მასალები შეიძლება გადაიცეს დაუშიფრავი სახით და მოიცავდეს (ა) ტრანსმისიას სხვადასხვა ქსელებზე; და (ბ) ცვლილებებს, რათა შეესაბამებოდეს და მოერგოს დამაკავშირებელი ქსელების ან მოწყობილობების ტექნიკურ მოთხოვნებს. „მასალა“ ნიშნავს თქვენს სავაჭრო ნიშნებს, კონტენტის საავტორო უფლებებს, ნებისმიერ პროდუქტს ან მომსახურებას, რომელსაც ყიდით სერვისების მეშვეობით (აღწერილობისა და ფასის ჩათვლით) და ნებისმიერ ფოტოს, სურათს, ვიდეოს, გრაფიკას, წერილობით კონტენტს, აუდიო ფაილს, კოდს, ინფორმაციას ან სხვა მოწოდებულ მონაცემებს, რომლებიც Storera-სათვის ან მასთან ოფიციალურად დაკავშირებული (შვილობილი ჯგუფი ან პირი) ორგანიზაციისთვის არის ხელმისაწვდომი თქვენს ან თქვენთან ოფიციალურად დაკავშირებული (შვილობილი ჯგუფი ან პირი) ორგანიზაციის მიერ.

 

2. ანგარიშის აქტივაცია

2.1. მაღაზიის მფლობელი

2.1.1. პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც დარეგისტრირდება სერვისის მისაღებად ანგარიშის გახსნით გზით, იქნება კონტრაქტის მხარე („მაღაზიის მფლობელი“) ამ მომსახურების პირობებისთვის და იქნება ის პირი, რომელიც უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი შესაბამისი ანგარიში, რომელიც ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ მაღაზიის მფლობელს სერვისთან დაკავშირებით. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ მაღაზიის მფლობელის სახელი (მათ შორის, კომპანიის იურიდიული სახელი, რომელიც ფლობს მაღაზიას, ასეთის არსებობის შემთხვევაში) მკაფიოდ ხილული იყოს მაღაზიის ვებსაიტზე.

2.1.2. თუ თქვენ რეგისტრირდებით სერვისების მიღებისთვის თქვენი დამსაქმებლის სახელით, თქვენი დამსაქმებელი იქნება მაღაზიის მფლობელი. თუ თქვენ რეგისტრირდებით სერვისების მისაღებად თქვენი დამსაქმებლის სახელით, მაშინ უნდა გამოიყენოთ თქვენი დამსაქმებლის მიერ გაცემული ელ. ფოსტის მისამართი, თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ გაქვთ უფლება მოსილება დააკავშიროთ თქვენი დამსაქმებელი ჩვენი მომსახურების პირობებთან.

2.1.3. თქვენი Storera-ს მაღაზია შეიძლება ასოცირებული იყოს მხოლოდ  მაღაზიის ერთ მფლობელთან. მაღაზიის მფლობელს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე Storera-ს მაღაზია. „მაღაზია“ ნიშნავს ონლაინ მაღაზიას (მიუხედავად იმისა, Storera-ს მიერ არის შექმნილი თუ სხვა მესამე მხარის მიერ) ან ფიზიკურ მაღაზიას, რომელიც დაკავშირებულია ანგარიშთან.

2.2. პერსონალის ანგარიშები

2.2.1 თქვენი შეგიძლიათ შექმნათ ერთი ან მეტი პერსონალის ანგარიში („ადმინისტრატორის ანგარიშები“), რათა სხვა ადამიანებს მისცეთ წვდომა ანგარიშზე. თითოეული პერსონალის ანგარიში უნდა შეიცავდეს მოქმედ ელ. ფოსტის ანგარიშს.

2.2.2 მაღაზიის მფლობელი პასუხისმგებელია: (ა) უზრუნველყოს, რომ მისმა თანამშრომლებმა, აგენტებმა და ქვეკონტრაქტორებმა, მათ შორის პერსონალის ანგარიშების მეშვეობით, შეასრულონ ამ მომსახურების პირობები; და (ბ) ამ მომსახურების პირობების ნებისმიერ დარღვევაზე მაღაზიის მფლობელის თანამშრომლების, აგენტების ან ქვეკონტრაქტორების მიერ. მაღაზიის მფლობელი აღიარებს და ეთანხმება, რომ მაღაზიის მფლობელი იქნება პასუხისმგებელი ამ ხელშეკრულებით/ მომსახურების პირობებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, გადასცემს თუ არა ის ქველიცენზირებას ან ქვეკონტრაქტებს ამგვარ ვალდებულებებზე რომელიმე მესამე მხარეს, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მაღაზიასთან დაკავშირებული ან შვილობილი კომპანიებით.

2.2.3 მაღაზიის მფლობელი და პერსონალის/ადმინისტრატორის ანგარიშების ქვეშ მყოფი მომხმარებლები ითვლებიან და მოხსენიებულნი არიან როგორც "Storera-ს მომხმარებელი".

 

3. Storera-ს უფლებები

3.1. ჩვენს სერვისებს აქვთ რიგი ფუნქციები და ფუნქციონალები. ყველა სერვისი ან ფუნქცია არ იქნება ხელმისაწვდომი ყველა მერჩანტისთვის ნებისმიერ დროს და ჩვენ არ ვართ ვალდებული გავხადოთ ნებისმიერი სერვისი ან ფუნქცია ხელმისაწვდომი ყველასთვის ნებისმიერ იურისდიქციის ფარგლებში. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აკრძალულია ამ მომსახურების პირობებით ან მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ სერვისები ან მათი ნაწილი ჩვენი შეხედულებისამებრ, შეტყობინების გარეშე და ნებისმიერ დროს.

3.2. Storera არ ახდენს მასალების წინასწარ გადახედვას/შემოწმებას და უფლებას ვიტოვებთ საკუთარი შეხედულებისამებრ უარვყოთ ან წავშალოთ ნებისმიერი მასალა სერვისების ნებისმიერი ნაწილიდან, მათ შორის, თუ ჩვენი შეხედულებისამებრ განვსაზღვრავთ, რომ საქონელი ან მომსახურება, რომელსაც თქვენ თავაზობთ სერვისების მეშვეობით, ან სერვისებში ატვირთული და გამოქვეყნებული მასალები არღვევს ჩვენს ამ მომსახურების პირობებს, ან არის არაეთიკური, ძალადობრივი და არაკანონიერი.

3.3. Storera-ს ნებისმიერი თანამშრომლის ან წევრის რაიმე სახის სიტყვიერი ან წერილობითი შეურაცხყოფა (მათ შორის შეურაცხყოფის ან ანგარიშსწორების მუქარა) გამოიწვევს ანგარიშის დაუყოვნებლივ გაუქმებას/შეწყვეტას.

3.4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მივაწოდოთ ჩვენი სერვისები თქვენს კონკურენტებს და არ გპირდებით ექსკლუზიურობას. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ Storera-ს თანამშრომლები და კონტრაქტორები ასევე შეიძლება იყვნენ Storera-ს მომხმარებლები ან მერჩანტები და რომ მათ შეუძლიათ კონკურენცია გაგიწიონ თქვენ, თუმცა მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი კონფიდენციალური ინფორმაცია (როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 ნაწილში).

3.5. ანგარიშის მფლობელობასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოვითხოვოთ დოკუმენტაცია ანგარიშის მფლობელობის დასადგენად ან დასადასტურებლად. დოკუმენტაცია შეიძლება შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება, თქვენი ბიზნესის ლიცენზიის სკანირებულ ასლს, სახელმწიფოს მიერ გაცემულ პირადობის მოწმობის ფოტოსურათს, ანგარიშზე მიმაგრებული საბანკო ბარათის ბოლო ოთხ ციფრს ან თქვენი, როგორც კონკრეტული ბიზნეს სუბიექტის თანამშრომლის სტატუსის დადასტურებას.

3.6. Storera იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვროს ანგარიშის უფლებამოსილი მესაკუთრე და გადასცეს ანგარიში მაღაზიის კანონიერ მფლობელს. თუ ჩვენ არ შეგვიძლია გონივრულად განვსაზღვროთ მაღაზიის კანონიერი მფლობელი, ჩვენი სხვა უფლებებისა შელახვის გარეშე, Storera იტოვებს უფლებას დროებით შეაჩეროს ან გამორთოს ანგარიში მანამ,  სანამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დავის შეწყვეტა და გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება.

 

4. თქვენი პასუხისმგებლობები

4.1. თქვენ აცნობიერებთ და თანახმა ხართ, რომ განათავსოთ საჯარო საკონტაქტო ინფორმაცია, თანხის დაბრუნების პოლიტიკა და შეკვეთის შესრულების ვადები თქვენს Storera-ს ონლაინ მაღაზიაში.

4.2. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენი სერვისები არ არის ე.წ. „მარკეტფლეისი“, შუამავალი რგოლი და ნებისმიერი გაყიდვის ოპერაცია და ხელშეკრულება, რომელიც დადებულია და ხორციელდება სერვისების მეშვეობით, უშუალოდ თქვენსა და მომხმარებელს შორისაა. თქვენ ხართ რეგისტრირებული გამყიდველი ყველა ნივთისთვის, რომელსაც ყიდით სერვისების მეშვეობით. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი Storera-ს ონლაინ მაღაზიის შექმნასა და ოპერირებაზე, თქვენს მასალებზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე, რომელიც შეგიძლიათ გაყიდოთ ჩვენი სერვისების მეშვეობით და ასევე, თქვენსა და თქვენს კლიენტ(ებს) შორის გარიგების ყველა ასპექტზე. აღნიშნული მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შენაძენის შესაბამისად კლიენტისთვის გადასახდელის დაკისრების ავტორიზაციას, თანხის დაბრუნებას, ანაზღაურებას, ნებისმიერი გაყიდვის ან მომსახურების განხორციელებას/შესრულებას, თაღლითურ ტრანზაქციას, სამართლებრივად მოთხოვნილი ინფორმაციის გამჟღავნებას, სამართლებრივ რეგულაციების შესაბამისობას, მოქმედი კანონმდებლობის სავარაუდო ან ფაქტობრივ დარღვევას (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონები ნებისმიერ იურისდიქციაში, სადაც თქვენ სთავაზობთ პროდუქტებს ან მომსახურებას), თქვენს მიერ ამ მომსახურების პირობების დარღვევას. თქვენ ადასტურებთ და იძლევით გარანტიას, რომ თქვენი მაღაზია, თქვენი მასალები, პროდუქტი და სერვისები, რომლებსაც ყიდით ჩვენი სერვისების მეშვეობით, იქნება ნამდვილი, ზუსტი და სრული და არ დაარღვევს მოქმედ კანონებს, რეგულაციების ან მესამე მხარის უფლებებს. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, Storera არ იქნება თქვენი გამყიდველი ან მერჩანტი ან რეგისტრატორი და არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს მაღაზიაზე ან ჩვენი სერვისების მეშვეობით გაყიდულ ნივთებზე არანაირ გარემოებაში, მათ შორის და არა მხოლოდ, თქვენი მომხმარებლების წინაშე.

4.3. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ პროდუქტზე ან მომსახურებაზე, რომელიც შეგიძლიათ გაყიდოთ ჩვენი სერვისების მეშვეობით (მათ შორის, აღწერილობა, ფასი, საკომისიო, გადასახადი, რომლის კალკულაციას თქვენ ახდენთ, დეფექტები/ხარვეზები, სამართლებრივად მოთხოვნილი ინფორმაციის გამჟღავნება, სამართლებრივ რეგულაციების შესაბამისობა, შეთავაზებები ან საპრომოციო კონტენტი / სარეკლამო მასალების შინაარსი), მათ შორის ნებისმიერ მოქმედ კანონსა და რეგულაციასთან შესაბამისობაზე.

4.4. თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ Storera-ს სერვისები რაიმე უკანონო ან არაავტორიზებული მიზნებისთვის და სერვისის გამოყენებისას დაარღვიოთ თქვენი იურისდიქციის ნებისმიერი კანონი (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება საავტორო უფლებების შესახებ კანონებით), თქვენი მომხმარებლის იურისდიქციაში მოქმედი კანონები თქვენს უფლებებზე. თქვენ დაიცავთ ყველა მოქმედ კანონს, წესსა და რეგულაციას (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ნებისმიერი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება და შესრულება, რომელიც შეიძლება იყოს საჭირო თქვენი მაღაზიის ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის ან რომელსაც შეიძლება ფლობდეთ) სერვისის გამოყენებისას და მომსახურების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.

 

5. მომსახურების საფასურის და გადასახადების გადახდა

5.1. თქვენ გადაიხდით ონლაინ სერვისზე თქვენი გამოწერის საფასურს, რაც სერვისის გამოყენებას გულისხმობს („გამოწერის საფასური“) და ნებისმიერ სხვა მოქმედ გადასახადს/საფასურს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მოქმედ საკომისიოებს, რომლებიც დაკავშირებულია თქვენი მაღაზიის მეშვეობით განხორციელებული გაყიდვების ღირებულებასთან გადახდის ნებისმიერი პროვაიდერის გამოყენებისას („ტრანზაქციის საკომისიო“) და ნებისმიერი საკომისიოს, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი Storera-ს პროდუქტის ან სერვისის თქვენს მიერ შეძენასთან ან გამოყენებასთან  ან მესამე მხარის მომსახურებებით სარგებლობასთან („დამატებითი მომსახურების საფასური“). ერთად, მომსახურების საფასური, „დამატებითი მომსახურების საფასური მოიხსენიება როგორც „გადასახადი/საფასური“.

5.2. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით Storera-ს მომსახურების საფასურის გადახდის მეთოდებს: ავტომატური და მანუალური. ავტომატური გადახდის შემთხვევაში, თქვენი Storera-ს ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში თანხმობას აცხადებთ მომსახურების საფასურის ავტომატურ ჩამოჭრაზე, უთითებთ ბარათის მონაცემებს და თანხმობას აცხადებთ ბარათის დამახსოვრებაზე და Storera გააგრძელებს ყველა განმეორებადი და ერთჯერადი მომსახურების საფურის ჩამოჭრას/დარიცხვას, სანამ სერვისები არ შეწყდება, და ყველა გადასახდელი საკომისიო სრულად არ იქნება გადახდილი. სერვისის შეწყვეტა შესაძლებელია სამართავი პანელიდან კონტრაქტის გაუქმებით, ხოლო ავტომატური გადახდების გაუქმება და ბარათის ამოშლა შესაძლებელია თქვენი Storera-ს ონლაინ მაღაზიის სამართავი პანელიდან, დამახსოვრებული ბარათის წაშლით (ბარათის ზედა კუთხეში ღილაკზე დაჭერით და „წაშლა“-ზე დაწკაპუნებით). გადახდა მანუალური მეთოდით ხდება თქვენს მიერ საბანკო გადარიცხვით.

5.3. მომსახურების საფასურის გადახდა ხდება წინასწარ და დაანგარიშდება 1თვის ინტერვალით (თითოეული ასეთი თარიღი, „ანგარიშსწორების თარიღი“). დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა/დარიცხვა მოხდება Storera-ს შეხედულებისამებრ. ავტომატური გადახდის მეთოდის შემთხვევაში, თქვენ ჩამოგეჭრებათ მომსახურების საფასური ანგარიშსწორების თარიღისთვის. მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის დასაფარად მიიღებთ ინვოისს, რომელიც გაეგზავნება მაღაზიის მფლობელს მოწოდებული ძირითადი ელ. ფოსტის მისამართზე/ანგარიშის რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე.

5.4. მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება შეგიჩეროთ და გაგიუქმოთ წვდომა თქვენს ანგარიშზე და სერვისებზე. თქვენი ანგარიში ხელახლა გააქტიურდება მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ. თქვენ შეიძლება ვერ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე ან თქვენს მაღაზიაში სერვისის შეჩერების პერიოდში. თუ მომსახურების საფასურის გადახდა არ მოხდება შეჩერების თარიღიდან 60 დღის განმავლობაში, Storera იტოვებს უფლებას შეწყვიტოს/დეაქტივაცია განახორციელოს/წაშალოს თქვენი ანგარიში.

5.5. მომსახურების საფასური, დამატებითი მომსახურების საფასური და პირობები შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე: https://storera.ge/ka/pricing თუ სხვა რამ შეთანხმებული არ არის თქვენსა და Storera-ს შორის. მომსახურების საფასური და პირობები შეიძლება შეიცვალოს Storera-ს შეხედულებისამებრ.

5.6. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა ოფიციალურ გადასახადზე, რომელიც წარმოიქმნება Storera-ს პროდუქტებისა და სერვისების გამოწერით/გამოყენებით ან შეძენის შედეგად თქვენი იურისდიქციის ფარგლებში. თუ თქვენ არ დაგერიცხებათ გადასახადები Storera-ს მიერ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი გადასახადების გადახდის საჭიროების დადგენაზე, და არსებობის შემთხვევაში, თქვენითვე გადასახადების გადახდაზე თქვენი იურისდიქციის შესაბამის საგადასახადო ორგანოებს.

5.7. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი მოქმედი გადასახადების, მოსაკრებლების, დამატებითი გადასახადების განსაზღვრაზე, შეგროვებაზე, დაკავებაზე, ანგარიშგებასა და გადარიცხვაზე, რომლებიც წარმოიქმნება თქვენს Storera-ს ონლაინ მაღაზიიდან ნებისმიერი გაყიდვის ან თქვენ მიერ სერვისების გამოყენებისას.

5.8. Storera არ უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას/ანაზღაურებას.

 

6. კონფიდენციალურობა

6.1. „კონფიდენციალური ინფორმაცია“ მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ნებისმიერ და ყველა სახის ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია მხარეების ბიზნესთან და არ არის საჯაროდ ცნობილი, მათ შორის კონკრეტული სპეციფიური ბიზნეს ინფორმაცია, ტექნიკური პროცესები და ფორმულები, პროგრამული უზრუნველყოფა, მომხმარებელთა სიები, პოტენციურ მომხმარებელთა სიები, მათი სახელები, მისამართები და სხვა დაკავშირებული ინფორმაცია, პროდუქტის დიზაინი, გაყიდვები, ხარჯები (მათ შორის, გადამუშავების და პროცესინგის გადასახადები), ფასების სიები და სხვა გამოუქვეყნებელი ფინანსური ინფორმაცია, ბიზნეს გეგმები და მარკეტინგული მონაცემები და ნებისმიერი სხვა კონფიდენციალური და კერძოდ კუთვნილი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული როგორც კონფიდენციალური ინფორმაცია ან საკუთრება. Storera-ს კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს ყველა ინფორმაციას, რომელსაც თქვენ იღებთ ჩვენთან ან ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩვენს უსაფრთხოების პროგრამასთან და მეთოდებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

6.2. თითოეული მხარე თანახმაა გამოიყენოს მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ იმგვარად, როგორც ეს აუცილებელია წინამდებარე მომსახურების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და ამ მომსახურების პირობების სხვა ვალდებულებების შესაბამისად, მე-6 პუნქციტს ჩათვლით. თითოეული მხარე თანხმდება, რომ გადადგამს ყველა გონივრულ ნაბიჯს, მინიმუმ არსებითად ექვივალენტური ნაბიჯებს საკუთარი კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად, ნებისმიერი ასეთი კონფიდენციალური ინფორმაციის დუბლირების, გამჟღავნების ან გამოყენების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენების შეზღუდვა არ ვრცელდება მხარეების თანამშრომლებზე და ქვეკონტრაქტორებზე, რომელთაც უნდა ჰქონდეთ წვდომა ამ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რათა შეასრულონ ამ მხარის ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია აღნიშნულ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, და რომლებიც ექვემდებარებიან კონფიდენციალურობის ვალდებულებებს ამ მხარის მიმართ, რომლებიც სულ მცირე ისეთივე მკაცრია, როგორც აქ მოცემული; კონფიდენციალური ინფორმაცია არ მოიცავს ინფორმაციას, რომელზეც მიმღებ მხარეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ: (A) უკვე იყო საჯარო დომენზე განთავსებული, ან უკვე ცნობილი იყო მიმღები მხარის მიერ ან უკვე ფლობდა ამ ინფორმაციას იგი გამჟღავნების დროს; (B) დამოუკიდებლად არის შემუშავებული მიმღები მხარის მიერ მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების ან მითითების გარეშე და ამ მომსახურების პირობების რაიმე დებულების დარღვევის გარეშე; ან (C) შემდგომში სამართლიანად მოიპოვება მიმღები მხარის მიერ გამჟღავნებული მხარის გარეშე, წყაროდან ამ მომსახურების პირობების რაიმე დებულების დარღვევის გარეშე.

 

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა და კომპენსაცია

7.1. თქვენ ცალსახად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ რამდენადაც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით, Storera და მისი მომწოდებლები არ იქნებიან პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირ, ირიბ, შემთხვევით, სპეციალურ/განზრახულ, თანმიმდევრულ ან სანიმუშო ზიანზე, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, ზიანი გამოწვეული მოგების დაკარგვით, გუდვილის, სარგებლობის,  მონაცემების ან სხვა არამატერიალური დაკარგვით, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია სერვისის ან ამ მომსახურების პირობების გამოყენებასთან ან ვერ გამოყენებასთან (თუმცა მაინც წარმოქმნილი, დაუდევრობის ჩათვლით).

7.2. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით თქვენი შვილობილი კომპანიების, თანამშრომლების ან ქვეკონტრაქტორების მიერ მომსახურების პირობების ნებისმიერ დარღვევაზე იგივე ფორმით, რა ფორმითაც პასუხისმგებელი იქნებოდით თავად დარღვევის განხორციელების შემთხვევაში.

7.3. თქვენ მიერ სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს იზიარებთ მხოლოდ თქვენ. სერვისები უზრუნველყოფილია „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ ისეთი ფორმით, ყოველგვარი გარანტიის ან პირობის გარეშე, არ ითვალისწინებს თუ რა არის ნაგულისხმევი ან კანონით დადგენილი.

7.4. Storera არ იძლევა გარანტიას, რომ სერვისები იქნება უწყვეტი, დროული, უსაფრთხო ან უშეცდომო.

7.5. Storera არ არის პასუხისმგებელი თქვენს საგადასახადო ვალდებულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია Storera-ს სერვისების გამოყენებასთან.

7.6. Storera არ იძლევა გარანტიას, რომ ჩვენი სერვისების მეშვეობით თქვენ მიერ შეძენილი ან მოპოვებული ნებისმიერი პროდუქტის, სერვისის, ინფორმაციის ან სხვა მასალის ხარისხი დააკმაყოფილებს თქვენს მოლოდინებს.

 

8. ინტელექტუალური საკუთრება და თქვენი მასალები

8.1. თქვენი მასალები

8.1.1. ჩვენ არ ვაცხადებთ საკუთრებას იმ მასალების შესახებ, რომელსაც თქვენ მიაწვდით Storera-ს; თუმცა, ჩვენ ვითხოვთ ლიცენზია ამ მასალებისთვის. თქვენ ანიჭებთ Storera-ს არა ექსკლუზიურ, გადაცემად, ქველიცენზირებად, უფასო, მსოფლიოში აღიარებულ უფლებას და ლიცენზიას მასალებზე შემდეგი მიზნით: განთავსება, გამოყენება, გავრცელება, გამოვლენა, შესწორება, გაშვება, კოპირება, შენახვა, საჯაროდ განთავსება/გაცხადება, საზოგადოებასთან კომუნიკაცია (მათ შორის ტელეკომუნიკაცია), გაშუქება, რეპროდუქცია, ხელმისაწვდომობის შექმნა, ჩვენება, თარგმნა, ჩვენს სერვისებთან დაკავშირებული თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი მასალის წარმოებული ნამუშევრების შექმნა.

8.1.2. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი უფლებები ამ ლიცენზიის საფუძველზე, რათა ვაწარმოოთ, უზრუნველვყოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს სერვისებს და შევასრულოთ ამ მომსახურების პირობებით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებები და უფლებები. თქვენ აცხადებთ, იძლევით გარანტიას და ეთანხმებით, რომ გაქვთ ყველა საჭირო უფლება თქვენს მასალაზე ამ ლიცენზიის მისაცემად.

8.1.3. თუ მასალები წარმოადგენდა თქვენს საკუთრებას Storera-სთვის მიწოდებამდე, მაშინ, მიუხედავად მათი ატვირთვისა თქვენს Storera-ს ონლაინ მაღაზიაში, ისინი  დარჩება თქვენს საკუთრებაში, ნებისმიერ უფლების ან ლიცენზიის ჩათვლით, რომელიც მინიჭებულია მომსახურების პირობების შესაბამისად ან სხვა წყაროს საფუძველზე. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი Storera-ს მაღაზია ნებისმიერ დროს 10.2. პუნქტის შესაბამისად. თქვენი Storera-ს მაღაზიის წაშლა არ წარმოადგენს მასალაზე რაიმე უფლების ან ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველს, რომელსაც Storera მოითხოვს აღნიშნული მომსახურების პირობების მოქმედების პერიოდში წარმოქმნილი ნებისმიერი უფლებების განხორციელების ან რაიმე ვალდებულებების შესრულებისთვის.

8.1.4. თქვენ ეთანხმებით , რომ Storera-ს შეუძლია ნებისმიერ დროს გადახედოს და წაშალოს Storera-სთვის მოწოდებული ნებისმიერი მასალა, თუმცა Storera-ს ამის ვალდებულება არ გააჩნია.

8.1.5. თქვენ ანიჭებთ Storera-ს არაექსკლუზიურ, გადაცემად, ქველიცენზირებად, უფასო, მსოფლიოში აღიარებულ უფლებას და ლიცენზიას, რომ გამოიყენოს სახელები, სავაჭრო ნიშნები, მომსახურების სამარკო ნიშნები და ლოგოები ასოცირებული თქვენს მაღაზიასთან („თქვენი სავაჭრო ნიშნები“), რათა ვაწარმოოთ, უზრუნველვყოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს სერვისებს და შევასრულოთ ამ მომსახურების პირობებით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებები და უფლებები. ეს ლიცენზია ძალაში რჩება მომსახურების პირობების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც   Storera-ს ესაჭიროება ლიცენზია აღნიშნული მომსახურების პირობების მოქმედების პერიოდში წარმოქმნილი ნებისმიერი უფლებების განხორციელების ან რაიმე ვალდებულებების შესრულებისთვის.

8.2. Storera ინტელექტუალური საკუთრება

8.2.1. თქვენ ეთანხმებით, რომ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ Storera-ს სავაჭრო ნიშნები, ლოგოები ან მომსახურების ნიშნები, მიუხედავად იმისა არის თუ არა რეგისტრირებული, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ სიტყვის ნიშნით „Storera“, Storera-სგან ასეთი უფლების წერილობითი ფორმით მიღების გარეშე. თქვენ თანახმა ხართ არ გამოიყენოთ ისეთი ნიშნები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს დამაბნეველად და მიმსგავსებულად Storera-ს სავაჭრო ნიშნებთან მიმართებაში.

8.2.2. თქვენ თანახმა ხართ არ შეიძინოთ, არ დაარეგისტრიროთ ან არ გამოიყენოთ საძიებო სისტემა ან სხვა ე.წ pay-per-click საკვანძო სიტყვები (როგორიცაა Google Ads), სავაჭრო ნიშნები, ელფოსტის მისამართები, სოციალური მედიის სახელები ან დომენის სახელები (მათ შორის, უმაღლესი დონის დომენები, ქვე-დომენები და გვერდის URL-ები), რომლებიც იყენებენ ან მოიცავს Storera-ს ან Storera-ს სავაჭრო ნიშნებს, ან რომლებიც იყენებენ ან შეიცავს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც შეიძლება დამაბნეველი და მიმსგავსებული იყოს Storera-ს სავაჭრო ნიშნებთან.

8.2.3. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ მომსახურების პირობები არ გაძლევთ არანაირ უფლებას განახორციელოთ Storera-ს პატენტები.

 

9. დამატებითი მომსახურება

ჩვენი მომსახურების დამატებითად, Storera-მ შესაძლოა შემოგთავაზოთ დამატებითი სერვისები დაკავშირებული Storera-ს სერვისებთან. მიმდინარე შემოთავაზებები დამატებითი სერვისებზე და მათი პირობები შეგიძლიათ იხილოთ: https://storera.ge/ka/pricing

Storera-ს დამატებით სერვისებზე წვდომისა და გამოყენებისთვის საჭიროა, რომ გქონდეთ აქტიური და მოქმედი ანგარიში.

Storera უფლებას იტოვებს უარი თქვას დამატებითი მომსახურების გაწევაზე საკუთარი შეხედულებისამებრ.

9.1. მესამე მხარის სერვისები

9.1.1. Storera-მ შეიძლება დროდადრო გირჩიოთ, მოგცეთ წვდომა ან გააქტიუროთ მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაციები („აპლიკაციები“), პროდუქტები, სერვისები ან ვებსაიტების ბმულები (ერთობლივად, „მესამე მხარის სერვისები“) გამოყენებისთვის. მესამე მხარის ასეთი სერვისები ხელმისაწვდომია მხოლოდ მეტი კომფორტის შესაქმნელად და თქვენს მიერ ამ სერვისების შეძენა/გააქტიურება, წვდომა ან ნებისმიერი ასეთი მესამე მხარის სერვისების გამოყენება ხდება და რეგულირდება მხოლოდ თქვენსა და მოქმედი მესამე მხარის სერვისების პროვაიდერს შორის („მესამე მხარის პროვაიდერი“). გარდა ამ მომსახურების პირობების, თქვენ ასევე ეთანხმებით,  დამატებითი სერვისის სპეციფიკურ პირობებს, რომლებიც გამოიყენება იმ სერვისებზე, რომლებსაც ყიდულობთ ან მოწოდებულია მესამე მხარის პროვაიდერების მიერ.

9.1.2 სერვისების ან Storera-ს ვებსაიტის მეშვეობით შემოთავაზებული მესამე მხარის სერვისების თქვენ მიერ გამოყენება არის სრულად თქვენი პასუხისმგებლობა და ასევე, თქვენი პასუხისმგებლობაა წაიკითხოთ/გაეცნოთ მესამე მხარის სერვისების მოქმედ წესებს და პირობებს და/ან კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მათ გამოყენებამდე. ზოგიერთ შემთხვევაში, Storera-მ შეიძლება მიიღოს შემოსავლის წილი მესამე მხარის სერვისების პროვაიდერებისგან, რომლებსაც ან Storera გირჩევთ ან სხვაგვარად გაიაქტიურებთ სერვისების ან Storera-ს ვებსაიტის გამოყენებით.

9.1.3 ჩვენ არ გავცემთ რაიმე გარანტიას და არ ვაწარმოებთ წარმომადგენლობას თქვენსა და მესამე მხარის სერვისებს შორის ურთიერთობაში. თქვენ აცნობიერებთ, რომ Storera არ აკონტროლებს მესამე მხარის სერვისებს და არ აქვს რაიმე პასუხისმგებლობა ან ვალდებულება თქვენს ან ვინმეს წინაშე მესამე მხარის სერვისებზე. მესამე მხარის სერვისების ხელმისაწვდომობა Storera-ს ვებსაიტებზე, ან მესამე მხარის სერვისების ჩვენს სერვისებთან ინტეგრაცია ან ჩართვა არ გულისხმობს და არ წარმოადგენს თანხმობას, ავტორიზაციას, სპონსორობას ან კავშირს Storera-სთან. Storera არ იძლევა გარანტიას მესამე მხარის სერვისების ხელმისაწვდომობაზე და თქვენ აცნობიერებთ, რომ Storera-მ შეიძლება ნებისმიერ დროს გააუქმოს წვდომა მესამე მხარის ნებისმიერ სერვისზე თავისი შეხედულებისამებრ და თქვენთვის შეტყობინების გარეშე. Storera არ არის პასუხისმგებელი ან ვალდებული ვინმეს წინაშე მესამე მხარის რომელიმე სერვისზე წვდომის შეწყვეტაზე, შეჩერებაზე ან გამორთვაზე. Storera დაჟინებით გირჩევთ, მოიძიოთ სპეციალისტის რჩევა მესამე მხარის სერვისების გამოყენებამდე, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი დააკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნებს/საჭიროებებს.

9.1.4 თუ თქვენ დააინსტალირებთ ან ჩართავთ მესამე მხარის სერვისს ჩვენს სერვისებთან ერთად გამოსაყენებლად, ამ ქმედებით თქვენ გვაძლევთ უფლებას, მივცეთ მესამე მხარის პროვაიდერს წვდომა თქვენს მონაცემებსა და სხვა მასალებზე და უფლებას განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რაც საჭიროა მესამე მხარის და ჩვენი სერვისების ურთიერთოპერირებისთვის. სერვისებთან მომსახურება და მონაცემთა ან სხვა მასალების ნებისმიერი გაცვლა ან სხვა ურთიერთქმედება თქვენსა და მესამე მხარის პროვაიდერს შორის არის მხოლოდ თქვენსა და მესამე მხარის პროვაიდერს შორის. მონაცემთა ან სხვა მასალების ნებისმიერი გაცვლა ან სხვა ურთიერთქმედება თქვენსა და მესამე მხარის პროვაიდერს შორის ხდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენსა და მესამე მხარის პროვაიდერს შორის. Storera არ არის პასუხისმგებელი თქვენი მონაცემების ან სხვა მასალების რაიმე გამჟღავნებაზე, მოდიფიკაციაზე ან წაშლაზე, ან რაიმე შესაბამის დანაკარგზე ან ზარალზე, რომელიც შეიძლება მოგადგეთ მესამე მხარის სერვისის ან მესამე მხარის პროვაიდერის მიერ თქვენს მონაცემებზე ან სხვა მასალებზე წვდომის შედეგად.

9.1.5 თქვენსა და ნებისმიერ მესამე მხარის სერვის პროვაიდერს შორის ურთიერთობა მკაცრად არის თქვენსა და მესამე მხარის პროვაიდერს შორის და Storera არ არის ვალდებული ჩაერიოს თქვენსა და მესამე მხარის პროვაიდერს შორის წარმოშობილ ნებისმიერ დავაში.

9.1.6 არანაირ გარემოებაში და შემთხვევაში Storera არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევითი, სპეციალური/განზრახული, თანმიმდევრული, სადამსჯელო, საგანგებო, სანიმუშო ან სხვა რაიმე სახის ზარალზე, რომელიც გამოწვეულია მესამე მხარის მომსახურებით ან თქვენს საკონტრაქტო ურთიერთობით რომელიმე მესამე მხარის პროვაიდერთან. ეს შეზღუდვები გავრცელდება მაშინაც კი, თუ Storera ინფორმირებული იქნება ასეთი ზიანის შესაძლებლობის შესახებ. ზემოაღნიშნული შეზღუდვები სრულად იქნება გამოყენებული, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობით არის დაშვებული.

9.1.7 თქვენ თანახმა ხართ აანაზღაუროთ ზიანი და აგვარიდოთ ჩვენ და ჩვენს მშობელ კომპანიას, შვილობილი კომპანიებს, დაკავშირებულ კომპანიებს, Storera-ს პარტნიორებს, დირექტორებს, თანამშრომლებს და მომწოდებლები ნებისმიერი სახის პრეტენზია თუ მოთხოვნა, მათ შორის ადვოკატთა მომსახურების საფასური, რომელიც გამოწვეული იქნება თქვენს მიერ  ნებისმიერი მესამე მხარის სერვისით სარგებლობის შედეგად ან მესამე მხარის სერვის პროვაიდერთან ურთიერთობის პროცესში.

9.2. ბეტა სერვისები

9.1. პერიოდულად, Storera-ს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, მოგიწვიოთ საცდელი, წინასწარ გამოშვებული ან ბეტა ფუნქციების გამოსაყენებლად, რომლებიც დამუშავების პროცესშია და ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ყველა მერჩანტისთვის („ბეტა სერვისები“). ბეტა სერვისები არ არის ჩვენი სერვისების ნაწილი. ასეთი ბეტა სერვისები და მასთან დაკავშირებული ყველა კორესპონდენცია და მასალა ჩაითვლება Storera-ს კონფიდენციალურ ინფორმაციად და ექვემდებარება ამ შეთანხმების კონფიდენციალურობის დებულებებს. თქვენ ეთანხმებით, რომ არ გააკეთებთ საჯარო განცხადებებს ან სხვაგვარად გაამჟღავნებთ თქვენს მონაწილეობას ბეტა სერვისების ტესტირება/გამოყენებაში Storera-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. Storera არ იძლევა გარანტიას, რომ ბეტა სერვისები იმუშავებს. Storera-ს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ბეტა სერვისები თავისი შეხედულებისამებრ. Storera არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე ზარალის ან ზიანისთვის, რომელიც წარმოიქმნება ბეტა სერვისიდან ან მასთან დაკავშირებით. ბეტა სერვისებმა შეიძლება არ იმუშაოს ისეთი ფორმით, როგორც საბოლოო ვერსიამ. Storera-მ შეიძლება შეცვალოს ან არ გამოუშვას ბეტა სერვისის საბოლოო ან კომერციული ვერსია საკუთარი შეხედულებისამებრ.

 

10. მოქმედების და გაუქმების ვადები

10.1. ამ მომსახურების პირობების ვადა იწყება თქვენს მიერ სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციის დასრულების თარიღიდან და გაგრძელდება ჩვენს ან თქვენს მიერ შეწყვეტამდე, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ (შემდგომში „ვადა“).

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი ანგარიში და შეწყვიტოთ მომსახურების პირობები Storera-ს მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირების გზით და შემდგომ Storera-ს მიერ თქვენთვის მითითებული კონკრეტული ინსტრუქციების განხორციელებით.

სხვა სამართლებრივი დაცვის შეზღუდვის გარეშე, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ თქვენი ანგარიში ან მომსახურების პირობები რაიმე მიზეზით, შეტყობინების გარეშე და ნებისმიერ დროს (თუ კანონით სხვა რამ არ არის მოთხოვნილი).

10.2. რომელიმე მხარის მიერ ნებისმიერი მიზეზით მომსახურების შეწყვეტის შემდეგ:

10.3. Storera შეწყვეტს თქვენთვის სერვისების მოწოდებას და ვეღარ შეძლებთ თქვენს ანგარიშზე წვდომას;

10.4. თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მომსახურების პირობებში, თქვენ არ გექნებათ უფლება დაიბრუნოთ ნებისმიერი გადახდილი საფასური/საკომისიო, პროპორციულად ან სხვაგვარად;

 

11. ცვლილებები/მოდიფიკაციები

11.1. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, განვაახლოთ ან შევცვალოთ მომსახურების პირობების ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერ დროს. ჩვენ მოგაწვდით წინასწარ შეტყობინებას მომსახურების პირობების ცვლილებების შესახებ, რომლებიც არსებითად აისახება თქვენ მიერ სერვისების გამოყენებაზე ან მომსახურების პირობებით გათვალისწინებული თქვენს უფლებებზე, ელ. ფოსტის ძირითად მისამართზე შეტყობინების გამოგზავნით, შეტყობინებების მიწოდებით Storera-ს ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში, ან მსგავსი სხვა საშუალებებით. თუმცა, Storera-ს შეუძლია ნებისმიერ დროს და დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილებები, რომლებიც არსებითად უარყოფითად იმოქმედებს თქვენს მიერ სერვისების გამოყენებაზე ან მომსახურების პირობების შესაბამისად თქვენს უფლებებზე და სამართლებრივი, მარეგულირებელი, თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების პრევენციის ან უსაფრთხოების მიზნით; ან  შეზღუდოს პროდუქტები ან აქტივობები, რომლებსაც ჩვენ ვთვლით სახიფათოს, შეუსაბამო ან შეურაცხმყოფელს. თუ ჩვენ სხვაგვარად არ მივუთითებთ ჩვენს შეტყობინებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მომსახურების პირობების ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა ამ ადგილას განახლებული პირობების გამოქვეყნებისთანავე. თქვენ მიერ მომსახურებების ხელმისაწვდომობა ან გამოყენება მას შემდეგ, რაც ჩვენ მოგაწოდებთ ასეთ შეტყობინებას, ან მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ განახლებულ პირობებს, ჩაითვლება თქვენს მიერ დადასტურებულად და წარმოადგენს თქვენს თანხმობას, რომ შეასრულოთ შესწორებული მომსახურების პირობები. თუ არ ეთანხმებით შეცვლილ მომსახურების პირობებს, თქვენ თავად უნდა შეწყვიტოთ სერვისებზე წვდომა და გამოყენება.

11.2 Storera-ს შეუძლია დროდადრო შეცვალოს მომსახურების საფასური. ჩვენ მოგაწვდით წინასწარ შეტყობინებას 30 დღით ადრე საფასურში რაიმე ცვლილების შეტანამდე ელ. ფოსტის ძირითად ანგარიშზე გამოგზავნით, შეტყობინებით Storera-ს სამართავ პანელში გამოტანით ან მსგავსი საშუალებებით. Storera არ იქნება პასუხისმგებელი თქვენ ან რომელიმე მესამე მხარის მიერ განხორციელებულ ნებისმიერი მოდიფიკაციაზე, ფასის ცვლილებაზე, სერვისების (ან მათი ნაწილის) შეჩერებასა ან შეწყვეტაზე.

 

12. ზოგადი პირობები

მომსახურების შეწყვეტისას, მომსახურების პირობებით გათვალისწინებული ყველა დაკავშირებული უფლება და ვალდებულება დაუყოვნებლივ წყდება, გარდა იმისა, რომ (ა) თქვენ დარჩებით პასუხისმგებელი ყველა თქვენი ვალდებულების შესრულებაზე შეწყვეტამდე დადებულ ტრანზაქციებთან და ნებისმიერ ვალდებულებასთან მიმართებაში, რომელიც დაგროვდა მანამდე ან შეწყვეტის შედეგი; ხოლო სექციები 1 (ანგარიშის პირობები), 5 (მომსახურების საფასურის და გადასახადების გადახდა), 6 (კონფიდენციალურობა), 7 (პასუხისმგებლობის შეზღუდვა და კომპენსაცია), 8.1 (ინტელექტუალური საკუთრება და თქვენი მასალები და თქვენი მასალები), 9.7 (მესამე მხარის სერვისები), 10 (გამოხმაურება და მიმოხილვები), 14 (მოქმედების და გაუქმების ვადები), 15(1) (ცვლილებები/მოდიფიკაციები) და 16 (ზოგადი პირობები) ძალაში რჩება ამ მომსახურების პირობების შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდეგ.


7 თებერვალი, 2024წ.
© შპს გრიფინი / Storera.

 

ნებადართული სარგებლობის პოლიტიკა („ნსპ“)

Storera არის ელექტრონული კომერციული პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო ობიექტებს/მერჩანტებს ინსტრუმენტებითა და ტექნოლოგიით, რათა შექმნან ონლაინ მაღაზია და გაყიდონ პროდუქტები და სერვისები საკუთარ ვებსაიტიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვჯერა, რომ იდეებისა თუ პროდუქტების თავისუფალი და ღია გაცვლა არის კომერციის მთავარი პრინციპი, არის გარკვეული აქტივობები, რომლებიც შეუთავსებელია Storera-ის მისიასთან, რომ ელექტრონული კომერცია ყველასთვის  ხელმისაწვდომი და უკეთესი გახდეს. ეს ნებადართული/მისაღები სარგებლობის პოლიტიკა („მსპ“) აღწერს აქტივობებს, რომელთა თქვენს მიერ სერვისების გამოყენების მეშვეობით განხორციელებაც აკრძალულია.

აკრძალულია შემდეგი აქტივობები:

1. ბავშვთა ექსპლუატაცია: თქვენ არ შეგიძლიათ შესთავაზოთ საქონელი ან მომსახურება, ან გამოაქვეყნოთ ან ატვირთოთ მასალები, რომლებიც ექსპლუატაციას ან შეურაცხყოფას ახდენენ ბავშვებზე, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ბავშვზე ძალადობის ან სექსუალური ძალადობის სურათებით ან გამოსახულებებით, ან ბავშვების სექსუალური ქცევით.

2. შევიწროება, ბულინგი/აბუჩად აგდება, ცილისწამება და მუქარა: თქვენ არ შეგიძლიათ შესთავაზოთ საქონელი ან მომსახურება, ან გამოაქვეყნოთ ან ატვირთოთ მასალები, რომლებიც ავიწროებს, აბუჩად იგდებს, ცილის წამებს ან ემუქრება კონკრეტულ ინდივიდს.

3. სიძულვილის შემცველი კონტენტი: თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი სერვისები ხალხის მიმართ სიძულვილის ან ძალადობის ხელშეწყობისთვის, რასის, ეროვნების, ფერის, ეროვნული წარმომავლობის, რელიგიის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ინვალიდობის, სამედიცინო მდგომარეობის, ვეტერანის სტატუსის ან სხვა ფორმებით დისკრიმინაციისთვის. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი სერვისები ორგანიზაციების, პლატფორმების ან ადამიანების პოპულარიზაციისთვის ან მხარდასაჭერად, რომლებიც: (i) ხელს უწყობენ ან ამართლებენ ასეთ სიძულვილს; ან (ii) ემუქრებიან ან ეთანხმებიან ძალადობას რაიმე მიზეზის გამო.

4. უკანონო საქმიანობა: თქვენ არ შეგიძლიათ შესთავაზოთ საქონელი ან მომსახურება, ან გამოაქვეყნოთ ან ატვირთოთ მასალები, რომლებიც ეწინააღმდეგება (ან ხელს უწყობს ამ წინააღმდეგობას) იმ იურისდიქციის კანონებს, რომლებშიც თქვენ საქმიანობთ ან აწარმოებთ ბიზნესს.

5. ინტელექტუალური საკუთრება: თქვენ არ შეგიძლიათ შესთავაზოთ საქონელი ან მომსახურება, გამოაქვეყნოთ ან ატვირთოთ მასალები, რომლებიც არღვევს სხვათა საავტორო უფლებებს ან სავაჭრო ნიშნებს.

6. მავნე და შეცდომაში შემყვანი ქმედება: თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი სერვისები მავნე პროგრამების გადასაცემად ან ფიშინგის გვერდების განთავსებისთვის. თქვენ არ შეგიძლიათ შეასრულოთ აქტივობები ან ატვირთოთ ან გაავრცელოთ მასალები, რომლებიც აზიანებს ან აფერხებს Storera-ს  სერვისების ან სხვა ინფრასტრუქტურის მუშაობას, მათ შორის Storera-ის მესამე მხარის პროვაიდერებს. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი სერვისები შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტიკისთვის ან სხვა უკანონო ან შემაცდენელი ქმედებებისთვის.

7. პირადი, კონფიდენციალური და ჯანმრთელობის შესახებ დაცული ინფორმაცია: თქვენ არ შეგიძლიათ განათავსოთ ან ატვირთოთ მასალები, რომლებიც შეიცავს პერსონალურ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას ან კონფიდენციალურ ინფორმაციას, როგორიცაა საკრედიტო ბარათის ნომრები, კონფიდენციალური პირადი ID ნომრები ან ანგარიშის პაროლები, თუ არ გაქვთ თანხმობა იმ პირისგან, რომელსაც ეკუთვნის ინფორმაცია ან რომელიც სხვაგვარად არის უფლებამოსილი ასეთი თანხმობის გაცემაზე. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი სერვისები ჯანმრთელობის  შესახებ ნებისმიერი დაცული ინფორმაციის შესაგროვებლად, შესანახად ან დასამუშავებლად, რომელიც ექვემდებარება ჯანმრთელობის დაცვის კონფიდენციალურობის ნებისმიერ რეგულაციას ან სხვა მოქმედ კანონს, რომელიც არეგულირებს ჯანმრთელობის ინფორმაციის დამუშავებას, გამოყენებას ან გამჟღავნებას.

8. შეზღუდული ნივთები: თქვენ არ შეგიძლიათ შესთავაზოთ საქონელი ან მომსახურება, რომელიც აკრძალულია იმ იურისდიქციების კანონმდებლობით, რომლებშიც თქვენ საქმიანობთ ან აწარმოებთ ბიზნესს.

9. თვითდაზიანება: თქვენ არ შეგიძლიათ შესთავაზოთ საქონელი ან მომსახურება, ან განათავსოთ ან ატვირთოთ მასალები, რომლებიც ხელს უწყობენ თვითდაზიანებას.

10. სპამი: თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი სერვისები არასასურველი კომერციული ელექტრონული შეტყობინებების გადასაცემად.

11. ტერორისტული ორგანიზაციები: თქვენ არ შეგიძლიათ შესთავაზოთ საქონელი ან მომსახურება, ან განათავსოთ ან ატვირთოთ მასალები, რომლებიც გულისხმობს ან ხელს უწყობს ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერას ან დაფინანსებას ან წევრობას.

ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს და გაფრთხილების გარეშე წავშალოთ ნებისმიერი მასალა ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში ან ჩვენს სერვისებზე წვდომა, თუ თქვენ ჩაერთვებით აქტივობებში (მათ შორის ჩვენი სერვისების გარეთ), რომლებიც არღვევს ამ ნებადართული/მისაღები სარგებლობის პოლიტიკას („ნსპ“).

Storera-ს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, აკონტროლოს ან გამოიკვლიოს ნებისმიერი მასალა და სერვისების გამოყენება ნებისმიერ დროს ამ „ნსპ“-თან და Storera-ს მომსახურების პირობებთან მიმართებაში, ან თქვენსა და Storera-ს შორის არსებულ სხვა შეთანხმებასთან მიმართებაში, რომელიც არეგულირებს თქვენს მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებას  (ერთობლივად, „პირობები“). ჩვენს მიერ გაცხადებული დასკვნა, მოხდა თუ არა ამ „ნსპ“-ის დარღვევა, იქნება საბოლოო და სავალდებულო, და ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდება ამ „ნსპ“-ის აღსრულებასთან მიმართებაში, მათ შორის ქმედების არ განხორციელება, გადაწყდება სრულად ჩვენი შეხედულებისამებრ.

Storera-ის შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს „ნსპ“ განახლებული ვერსიის გამოქვეყნებით https://storera.ge/ka/terms-and-conditions.

თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი სერვისების მომხმარებელმა დაარღვია ეს „ნსპ“, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ბოლო განახლება: 2024 წლის 7 თებერვალი
© შპს გრიფინი / Storera.