მოითხოვე ონლაინ შეხვედრა

TBC Bank განვადება

იმისათვის, რომ შენს საიტზე დააერთო თიბისი ბანკის ონლაინ განვადება, მიჰყევი ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს:

გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://tbcganvadeba.ge/Guest/MerchantRegistration და მიიღებ პირობებს/ხელშეკრულებას თიბისი ბანკისგან

რადგან Storera-ზე უკვე ინტეგრირებულია თიბისი ბანკის ონლაინ განვადება, სატესტო მონაცემები არ დაგჭირდება, ბანკს პირდაპირ მიწერე: “ჩემი საიტი აწყობილია Storera(B2CGE)-ზე, ამიტომ გვჭირდება პირდაპირ რეალური გარემოს მონაცემები.”

შემდგომ ბანკს გაუგზავნე მოთხოვნილი ინფორმაცია კომპანიის შესახებ და ასევე Api key, რომელსაც მიიღებ შენი ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში, გადახდის მეთოდებში  “TBC ონლაინ განვადება”-ის მონიშვნის შემდეგ.

თიბისი ბანკი გამოგიგზავნის მონაცემებს “Client ID” და “Client Secret”, ეს მონაცემები 

შენი ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში, გადახდის მეთოდებში შესაბამის გრაფაში ჩასვი და  დააჭირე ღილაკს “შენახვა”