მოითხოვე ონლაინ შეხვედრა

emoney კრიპტო გადახდები

eMoney Pay არის eMoney-ს გადახდის სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაიხადოს მისთვის სასურველი სერვისის/პროდუქტის ღირებულება eMoney-ს ელექტრონულ საფულეში არსებული თანხით.

ონლაინ მაღაზიაში სასურველი სერვისის/პროდუქტის შესაძენად, მომხმარებელმა გადახდის მეთოდების ველში უნდა აირჩიოს გადახდა eMoney Pay-ს მეშვეობით. eMoney Pay-თ გადახდის არჩევის შემდეგ, მომხმარებელი გადის ავტორიზაციას eMoney-ს საიტზე. ავტორიზებული მომხმარებლის მიერ eMoney Pay-თ გადახდის წარმატებით განსახორციელებლად,  საჭიროა მის ბალანსზე არსებობდეს სასურველი პროდუქტის/სერვისის შესაძენად საჭირო თანხის ოდენობა.

eMoney (სს იმანი ჯორჯია) ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პირველი პროვაიდერია საქართველოში. eMoney-ს მომხმარებლებისთვის უკვე 15 წელია ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ფინტექ სერვისები: კომუნილური და სხვა გადახდები, მობილური ბალანსის შევსება, საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება, აზარტული საფულის სერვისი, პირადობით განაღდება ბანკომატიდან, თანხის მიღება და გაგზავნა ბანკებს შორის და სხვა სერვისები. ასევე, შვილობილი კომპანია MyCoins-ის საშუალებით eMoney-ს მომხმარებლებს საშუალება აქვთ პოპულარული კრიპტოვალუტები იყიდონ, გაყიდონ და შეასრულონ სხვა ოპერაციები საკუთარ პორტფელზე.

 

იმისათვის, რომ შენს საიტზე დააერთო EMoney-ის კრიპტო გადახდები, მიჰყევი ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს:

  1. გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://business.emoney.ge/index.php/main/signup

  2. რეგისტრაციის გავლის შემდეგ Emoney-ის მიწერე : დაინტერესებული ვარ კრიპტო გადახდების საიტზე დამატებით, მითითებული მეილით შექმნილია Business eMoney-ის ანგარიში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგი ნაბიჯები. საკონტაქტო მეილი: Support@emoney.ge

  3. EMoney-თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მათ უნდა გაუგზავნოთ Callback URL-ები, რომელიც გამოჩნდება შენი ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში, გადახდის მეთოდებში, „Emoney“-ის მონიშვნის შემდეგ.

  4. URL-ების გაგზავნის შემდეგ Emoney გამოგიგზავნით ერთჯერად ლინკს სადაც იქნება მონაცემები Merchant ID და Secret Key

  5. ეს ორი მონაცემი ჩასვი შენი ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში გადახდის მეთოდებში Emoney-ის გრაფაში და დააჭირე ღილაკს “შენახვა”