ლიბერთი სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს გთავაზობთ ელექტრონული კომერციის მომსახურებას. სერვისი საშუალებას მოგცემთ თქვენს ვებ-გვერდზე დაამატოთ როგორც საერთაშორისო სისტემების: Visa, MasterCard, UnionPay, ასევე ლოკალური ბარათებით გადახდის სერვისი და მარტივად მიიღოთ ონლაინ გაყიდული პროდუქციის, ან გაწეული მომსახურების საფასურის გადახდები.
მარტივი ინტეგრაცია, ავტომატური გადახდები, ბარათის დამახსოვრების ფუნქცია, პრეავტორიზაციის ფუნქცია, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა და სხვა მომსახურებები თქვენი ონლაინ ბიზნესის განვითარებისთვის.
სპეციალური შეთავაზება: Open API - აწარმოეთ ტრანზაქციების რეპორტინგი და გადარიცხვის ოპერაციები Cashback - მოიზიდეთ ახალი და გაააქტიურეთ არსებული მომხმარებლები ლიბერთის უნიკალური ლოიალობის პროგრამით
იმისათვის, რომ შენს საიტზე დააერთო ლიბერთი ბანკის ონლაინ გადახდები, მიჰყევი ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს:
რადგან Storera-ზე უკვე ინტეგრირებულია Liberty საბანკო ბარათებით ანგარიშსწორება, სატესტო მონაცემები არ დაგჭირდება, ბანკს პირდაპირ მიწერე: “დაინტერესებული ვარ თქვენი განვადების საიტზე დამატებით, ჩემი საიტი აწყობილია Storera(B2CGE)-ზე, ამიტომ გვჭირდება პირდაპირ რეალური გარემოს მონაცემები ” საკონტაქტო მეილი: M.Asanidze@lb.ge
Liberty ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოგიგზავნიან მონაცემებს “Merchant ID” და “Merchant Password”
შენი ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში, გადახდის მეთოდებში, „Liberty ბანკის ონლაინ გადახდები“-ს მონიშვნის შემდეგ შესაბამის გრაფაში ჩასვი მიღებული “Merchant ID” და “Merchant Password” დააჭირე ღილაკს “შენახვა”
მონაცემების ჩასმის შემდეგ, ლიბერთი ბანკს უგზავანი ამ მონაცემების ქვემოთ მოცემულ CallBack URL-ს: გადამისამართების URL-ს,Cancel URL-ს,Success URL-ს