მოითხოვე ონლაინ შეხვედრა

TBC Ecommerce

თუ ონლაინ მაღაზიის გახსნას ან მის განვითარებას გეგმავ, მიიღე გადახდები მარტივად შენს საიტზე და შესთავაზე მომხმარებელს გადახდის საუკეთესო გამოცდილება ონლაინ სივრცეში.

TBC ელკომერცია არის ახალი გადახდის სისტემა ონლაინ მაღაზიებისთვის. მისი საიტზე ინტეგრაციით, გადახდის პროცესს მომხმარებლისთვის, უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდი, ხოლო თავად მარტივად შეძლებ ყოველდღიური ონლაინ ტრანზაქციების მართვას.

მარტივი აქტივაცია

გადახდების მეთოდების მრავალფეროვნება

ტრანზაქციების სამართავი სივრცე

იმისათვის, რომ შენს საიტზე დააერთო თიბისი ბანკის ონლაინ გადახდები, მაშინ მიჰყევი ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს:

  1. გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://tbcpayments.ge/ecom და მიიღებ პირობებს/ხელშეკრულებას თიბისი ბანკისგან

  2. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გაიარე ავტორიზაცია ბმულზე https://ecom.tbcpayments.ge. აირჩიე შენი კომპანია, გადადი მენიუში “საიტების მართვა” დააჭირე ღილაკს “დეტალები” და მიიღე შენი “Client ID” და “Client Secret”, ხოლო Callback ველში ჩაწერეთ თქვენი ონლაინ მაღაზიის მისამართი (მაგ:https://shopname.ge )

  3. შენი ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში, გადახდის მეთოდებში, „TBC E-Commerce“-ის მონიშვნის შემდეგ  ჩასვი “Client ID” და “Client Secret”, დააჭირე ღილაკს “შენახვა”

  4. შემდეგ განახორციელე სატესტო ტრანზაქცია. ტესტირების პერიოდში აქტიურდება 20 ლარიანი ლიმიტი, შესაბამისად ტრანზაქციები უნდა განხორციელდეს მცირე თანხებით, რომ არ მოხდეს ლიმიტის გადაჭარბება.

ტესტირების პროცესის წარმატებით განხორციელების შემდეგ, რეალურ გარემოზე გადასვლის მოთხოვნისთვის https://ecom.tbcpayments.ge/- ზე „საიტების მართვის“ ჩანართში დააჭირე ღილაკს „რეალური გარემოს გააქტიურება“