მოითხოვე ონლაინ შეხვედრა

Alta

თუ ალტას პროდუქტებს ყიდი, დაუკავშირე შენი ონლაინ მაღაზია ალტას სისტემას და ავტომატურად განაახლე პროდუქტების რაოდენობა და ფასები. ნაშთების სინქრონიზაცია დაგეხმარება, თავიდან აიცილო მარაგში არარსებული პროდუქტის გაყიდვა.

ინტეგრაციის გასააქტიურებლად მიჰყევი შემდეგ ნაბიჯებს:

1. ალტასგან მიიღე ინტეგრაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი.

2. შენი ონლაინ მაღაზიის სამართავ პანელში გახსენი შესაბამისი პროდუქტი და „ბარკოდის“ ველში ჩაწერე ალტას პროდუქტის ID. გაიმეორე ეს ნაბიჯი ყველა პროდუქტისთვის, რომლის სინქრონიზაციაც გსურს.

3. გახსენი Alta-ს ინტეგრაციის გვერდი და ველებში „მომხმარებელი (username)“ და „პაროლი (password)“ შეიყვანე ალტასგან მიღებული მონაცემები.

4. „პროცენტის“ ველში მიუთითე სასურველი ფასნამატი — ეს პროცენტი დაემატება ალტადან მიღებულ ფასს. მაგალითად, თუ ალტას ფასი 100 ლარია და ველში მიუთითებ 20-ს, შენს საიტზე გასაყიდი ფასი იქნება 120 ლარი.

 

5. თუ არ გსურს ალტადან ფასების მიღება, მონიშნე „ფასის სინქრონიზაციის გათიშვა“.

6. გაააქტიურე „სტატუსი“ და დააჭირე ღილაკს „შენახვა“.

დაკავშირების შემდეგ პროდუქტების რაოდენობა შენს საიტზე განახლდება ალტადან მიღებული ნაშთების მიხედვით.